ოდორანტის ტრანსპორტირება

04/05/2017
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 4 მაისს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება თელავისა და გურჯაანის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებებით. ოდორანტის გადაზიდვა მოხდება ქარელისა და ახალქალაქის რაიონებშიც, ძლევიჯვარი-დირბისა და ბარალეთის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებებით. ნივთიერების ტრანსპორტირება 5 მაისს განხორციელდება გარდაბნის რაიონში, შპს „გოგოჭური და კომპანია“-ს გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართლებით. აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.