ოდორანტის ტრანსპორტირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

08/11/2018
გაცნობებთ, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაითურში, ურეკის გაზგამაწინებელი სადგურის მიმართულებით. ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ნასაკირალში, პრომეთე დვაზბუს გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით. აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.