ოდორანტის ტრანსპორტირება ქობულეთის მუნიციპალიტეტში

08/11/2018
გაცნობებთ, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, აჭარის გამზომი კვანძის მიმართულებით.აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.