ოდორანტის ტრანსპორტირება თბილისსა და ახმეტაში

02/10/2018
გაცნობებთ, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ახმეტის  მუნიციპალიტეტში, ასევე ოდორანტი გადაიზიდება თბილისშიც, ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით. აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
[Error loading the WebPart 'AttachmentImageGallery' of type 'AttachmentImageGallery']