ახალი ამბები

10/9/2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ვლადიკავკაზ- თბილისის 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის  140,5 და 143 კმ- ზე არსებულ ჯახასა და არყალას ხევებზე  საჰაერო და მიწისქვეშა გადასასვლელების მოწყობა დაასრულა. 
10/8/2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკური სამუშაოები განახორციელა. კერძოდ, აღნიშნულ მაგისტრალის 140-172 კმ შორის ახლადაშენებული 6,5 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრითი სამუშაოები დასრულდა.
10/5/2018
დღეს, 5 ოქტომბერს “ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა“ და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
10/4/2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა - ჯაბა ხმალაძემ Energy Community-ს მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პოლიტიკურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.   
10/3/2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ, 2018 წლის 4 ოქტომბერს, განხორციელდება, ”წითელი ხიდი - წალკა - ახალქალაქის” 300 მმ მაგისტრალური გაზსადენის 140-172 კმ შორის, ახლადაშენებული 6,5 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთის მოქმედ გაზსადენში შეჭრითი სამუშაოები. 
  123456789 ...