აღდგენითი სამუშაოები ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე

03/08/2020
შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ვლადიკავკაზ-თბილისის DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 115-ე კილომეტრზე ჭარბი ნალექის შედეგად გარეცხილი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში გაზსადენზე აღდგა დაზიანებული იზოლაცია  და გარეცხილ მონაკვეთზე მოეწყო გაბიონების ნაპირსამაგრი კონსტრუქცია.
აღნიშნული ღონისძიებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა კომპანიის საპროექტო სამმართველოს მიერ, ხოლო სამშენებლო სამუშაოები განახორციელა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ჩრდილოეთის ფილიალის პერსონალმა. 
შესრულებული სამუშაოები  უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.