ახმეტის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

31/01/2020
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია კახეთის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს. ახმეტის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში: ახშნისველებში, ახშანში, არაშენდაში,  ახალშენში, საჩალესა და კოჯორში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება 33075გრძივი მეტრი გაზსადენი და 471 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე,  მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.