გაზიფიცირების სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

14/05/2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ნეძის კახათში. მიმდინარე წლის 13 მაისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად სოფლის მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა პროექტის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. პროექტის ფარგლებში აიგება 9820 მ გაზსადენი და 120 კომლი შეძლებს გაზიფიცირების საერთო ქსელში ჩართვას.
 2019-2021 წლებში, მთავრობის სამწლიანი გეგმის ფარგლებში, ქვეყნის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები აქტიურად წარიმართება. რის შემდეგაც, 2022 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 85%-ს ექნება ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობა. აღნიშნული  სამუშაოებისათვის  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 210 მილიონი ლარი დაიხარჯება.