გაზიფიცირების სამუშაოები კახეთის რეგიონში

22/11/2018
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, კახეთის რეგიონს ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატების თანხლებით  გაზიფიცირების მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლალისყური, ლაფანყურსა და ფშაველში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში აშენდა 57, 255მეტრი გაზსადენი და 1286 კომლს მიეცა გაზიფიცირების საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. გაზიფიცირების სამუშაოები ასევე დასრულებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, 5622 აბონენტი უკვე სარგებლობს ბუნებრივი გაზით. ამჟამად, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში.
2013 -წლიდან დღემდე კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის, 93 სოფლის, 22000 -მდე აბონენტს მიეცა ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობა. 
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება კახეთის რეგიონშიც.