გაზიფიცირების სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინათში

09/10/2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინათის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დაასრულა. პროექტის ფარგლებში  7 522 გრძივი მეტრის გაზსადენი  აშენდა, რომლიც აღნიშნული სოფლის  77 ოჯახს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოები  ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა დაგაზიფიცირების ღირებულებამ 233 287 ლარი შეადგინა.

პროექტი, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.