გაზიფიცირების სამუშაოები მცხეთაში

14/02/2020
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის
სოფელ ცხვარიჭამიას, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში  32 248 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდა, რაც 655 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების ღირებულებამ  1 658 383 ლარი შეადგინა.
სამწლიანი გეგმის ფარგლებში ასევე, განხორციელდა მცხეთის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის: ფრეზეთის, უფურეთისა და ახალდაბას გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში  8695 გრძივი მეტრის გაზსადენი  აშენდა, რომლმაც აღნიშნული სოფლების  126 ოჯახს საშუალება მისცა ისარგებლონ ბუნებრივი გაზით.  გაზიფიცირების ღირებულებამ 229 895 ლარი შეადგინა.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.