გაზიფიცირების სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

01/10/2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, გაზიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ სამუშაოებს ეცნობა. ამჯერად, ის გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს მზიანსა და დაბალ ეწერს ეწვია.
ორივე სოფელში პროექტის ფარგლებში აშენდება 15 643 გრძივი მეტრი გაზსადენი და 266 აბონენტი ჩაერთვება გაზიფიცირების საერთო ქსელში. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 475 606 ლარს და სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
ქვეყნის სრული გაზიფიცირების მიზნით, მთავრობის სამწლიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.