გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს მუნიციპალიტეტებში

18/12/2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 6 მუნიციპალიტეტის (წყალტუბო, დედოფლისწყარო, სენაკი, ქარელი, ხაშური, კასპი) 14 სოფლის (ქვედა მესხეთი, ზედა მესხეთი, საბათლო, ფიროსმანი, სამთაწყარო, ძველი სენაკი, ზედა სორტა, ქვედა სორტა, კოდავარდისუბანი, ზემო შაქშაქეთი, დოღლაური, ქვემო აძვისი, თელიანი, დოესი) გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აშენდა 209 489,5 გრძივი მეტრის გაზსადენი, ხოლო ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 3737 აბონენტს მიეცა. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მოსახლეობის გაზმომარაგების მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.