განცხადება

08/07/2019
2019 წლის 10 ივლისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განახორციელებს რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის დედოფლისწყაროს განშტოებაზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო და ახლადაშენებული გგს-ების მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთების სამუშაოებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 10 ივლისს 09:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ ქ.დედოფლისაწყაროს და სოფლებს: გამარჯვებას, ხორნაბუჯს და სამრეკლოს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.