განცხადება

04/09/2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, სამტრედიის გგს-ის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, 2019 წლის 6 სექტემბერს 02:00 საათიდან 04:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება სამტრედიის გგს-ის მომხმარებლებს: ქ.სამტრედიას, სოფ. ხუნჯულაურს და სოფ. ეწერს.
  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.