განცხადება

12/03/2020
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 13 მარტიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  დისტანციურ შრომის რეჟიმზე  გადადის. კომპანიაში გაუქმდა საქმიანი შეხვედრები, სტუმრების ვიზიტები.
დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველა თანამშრომელს, გარდა კომპანიის მენეჯმენტისა, დისპეტჩერებისა და იმ სტრუქტურული ერთეულებისა, რომელთა მუშაობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სისტემის უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირებისთვის.
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართელოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის სათავო ოფისში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.