განცხადება

05/10/2020
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის 51.0 კილომეტრზე არსებული ქვეშის გაზგამანაწილებელ სადგურში ძველის ნაცვლად ოდორიზაციის ახალი კვანძი დამონტაჟდება. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის 12:00დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კიანეთი, ჯავშანიანი, ქვეშა, ძველი ქვეშა, ტანძია, იწრია, აკაურთა.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.