განცხადება

07/10/2020
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის 78.7 კილომეტრზე არსებული კარდენახის გაზგამანაწილებელ სადგურში ძველის ნაცვლად ოდორიზაციის ახალი კვანძი დამონტაჟდება. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 9 ოქტომბრის 10:00დან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს: კარდენახს, ბაკურციხესა და კოლაგს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.