განცხადება

14/10/2020
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“  მაგისტრალური გაზსადენის 107,8 კმ-ზე არსებულ ყვარლის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს 10:00 დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ქალაქ ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: მთისძირი, ახალსოფელი, სარუსო, საცხენე,  ჩანთლის ყურე, თივი, ჭიკაანი, გავაზა, კუჭატანი, სანავარდო, წიწკაანაანთ სერი, შილდა, ენისელი, საბუე, ალმაატი, გრძელჭალა, გრემი, შაქრიაანი, თხილისწყარო.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.