ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე ავარიულ-აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

10/12/2020
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის DN-700მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე ავარიულ-აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ახლით შეიცვალა 24 მეტრი სიგრძის დაზიანებული DN-700 მმ-იანი მილსადენი, ასევე შეკეთდა კოროზიული ხვრელები.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ ამ ეტაპზე დაზიანება სრულადაა აღმოფხვრილი და შესაბამისი ლიცენზიანტი კომპანიის მიერ ეტაპობრივად განხორციელდება მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდება.
 შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.