„საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია

25/01/2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, „საგურამო-ქუთაისის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 167-ე კილომეტრზე არსებული ზესტაფონის გაზგამანაწილებელი სადგურის,  4,5 კმ სიგრძის DN - 200 მმ განშტოებაზე, 140 მეტრამდე სიგრძის მიწისქვეშა მილსადენი ახლით შეიცვალა. სამუშაოების აუცილებლობა დაჭაობებულ გრუნტში განთავსებული მილსადენის ძლიერმა კოროზიამ განაპირობა. აღნიშნულ მონაკვეთზე, გასულ პერიოდში ადგილი ჰქონდა არაერთ დაზიანებას, რომელთა აღმოფხვრა  დროებითი ღონისძიებების გატარებით ხდებოდა. ახლადაშენებული მონაკვეთი კი მნიშვნელოვნად გაზრდის გაზსადენის საიმედოობას და შექმნის მომხმარებელთა უწყვეტი გაზმომარაგების წინაპირობას.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მუდმივად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას. სარემონტო სამუშაოები სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის ხორციელდება და უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.