სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები „ყაზახ-საგურამოს“ მ/გ-ზე

29/06/2020
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „ყაზახ-საგურამოს“ DN-1000მმ და „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN-700მმ მაგისტრალურ გაზსადენებს შორის არსებულ მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. კერძოდ აღნიშნულ გაზსადენთა შორის 130.0-179.2 კილომეტრებზე არსებული მიწისქვეშა DN-700მმ შემკრავზე (#310) მიწისქვეშა ამორტიზებული DN-700მმ ონკანი შეიცვალა ახლით. ასევე, დამონტაჟდა DN-150მმ შემოვლითი ხაზი თავისი DN-150მმ ონკანით. მიწისქვეშა DN-700მმ შემკრავზე (#310) ჩატარდა გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებიც. მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით სისტემატურად ახორციელებს.