სარეაბილიტაციო სამუშაოები "რუსთავი-თელავი-ჟინვალის" მაგისტრალურ გაზსადენზე

22/06/2020
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 175-ე კილომეტრზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნული გაზსადენის 175-ე კმ-ზე 175-ე გრძივი მეტრი სიგრძის კოროზიული მონაკვეთი ახალი მილით შეიცვალა. წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის, მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.