სარეაბილიტაციო სამუშაოები საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე

26/06/2020
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ საგურამო-ქუთაისის 700მმ-იანი  მაგისტრალური გაზსადენის 172-ე და 175-ე კილომეტრზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით, მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.