საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა

30/12/2018
29 დეკემბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ დაარსებიდან 19 წელი სახალისო ვითარებაში აღნიშნა. თანამშრომლებს შორის გაიმართა ტურნირი ბოულინგში. შეჯიბრის გამარჯვებულები და წლის წარმატებული თანამშრომლები სხვადასხვა პრიზებითა და სიმბოლური საჩუქრებით საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას, მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას და კომპანიის გენერალური დირექტორის ჯაბა ხმალაძის მიერ.
კომპანიის ხელმძღვანელობა თითეულ თანამშრომელს ულოცავს ამ დღეს, ასევე დამდეგ შობა-ახალ წელს, ბედნიერებას და წარმატებებს უსურვებს მათ.