სენაკის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელი გაზიფიცირებულია

09/01/2019
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გეჯეთი,ნოქალაქევი, მეორე ნოსირი,ძველი სენაკი,ზედა სორტასა და ქვედა სორტაში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში ჯამში აშენდა 122,407 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომელის საშუალებითაც 1836  კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.