ფილიალების თანამშრომლებთან შეხვედრები გრძელდება

01/10/2019
მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, დასავლეთის ფილიალის არეალში კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა.

აღნიშნულ შეხვედრაზე კომპანიის გენერალური დირექტორი გაეცნო მიმდინარე სამუშაო პროცესებს, ისაუბრეს შედეგების შესახებ, განიხილეს პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, შეეხნენ გარემო ფაქტორებსა და  უსაფრთხოების ზომებს.

„ჩვენი კომპანია აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს და მოთხოვნას, რაც გაწერილია შრომის კოდექსში. ჩვენი მიზანია: ყოველ წელს გავაუმჯობესოთ ფილიალების ინფრასტრუქტურა, თანამშრომლებს შევუქმნათ უსაფრთხთხო სამუშაო გარემო, რათა დაცულად იგრძნონ თავი, ავუმაღლოთ მოტივაცია და გავზარდოთ მათი პროდუქტიულობა, რაც საბოლოოდ კომპანიის წინსვლას შეუწყობს ხელს“- აღნიშნა შეხვედრისას კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ ის როგორც გენერალური მენეჯერი გამოთქვამს მუდმივ მზაობას, პირადად მოუსმინოს თითოეულ თანამშრომლს, გაიზიაროს მათი მოსაზრებები და პრობლემები.  
შეხვედრა მიზნად ისახავდა, მიმდინარე საკითხებში მაქსიმალურ ჩართულობას და ერთიანი ძალებით დაბრკოლებების სწრაფად მოგვარებას. იგი არ ატარებს ერთჯერად ხასიათს და მომავალშიც სისტემეტურად გაგრძელდება სხვადასხვა ფილიალში.