ყარადაღ-თბილისის DN -800/700 მმ მაგისტრალური გაზსადენის მეორე ხაზის 480-481 კმ ნიშნულებს შორის დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები

03/05/2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მიმდინარე წლის 4 მაისს, ყარადაღ-თბილისის DN -800/700 მმ მაგისტრალური გაზსადენის მეორე ხაზის 480-481 კმ ნიშნულებს შორის დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, აღნიშნული სამუშაოების დროს მოხდება ჯამში 800 მეტრიანი მონაკვეთის შეცვლა. გაზსადენი ამჟამად ექსპლუატაციაში არ არის მისი კოროზიული მდგომარეობის გამო.
არსებული სამუშაოები ემსახურება გაზსადენის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.