შეხვედრა ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ (ECRB) საბჭოსთან

28/02/2020
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებმა, მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში  ჩატარებულ სემინარში, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) ორგანიზებითა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მხარდაჭერით ჩატარდა.
 სემინარი მიზნად ისახავდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყნებში სიმძლავრის მიკუთვნების მექანიზმების ქსელის წესების დამტკიცებას თაობაზე 2017/459 რეგულაციის იმპლემენტაციას.
გარდა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისა, ვენაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ასევე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს გაზის ექსპერტებთან კაროლინა ჩეგირსა და გრეგორ ვაინცეტელთან, რომელსაც ასევე ესწრებოდა ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს გაზის ექსპერტი ბრანისლავა მარსენიჩი. საუბარი შეეხო საქართველოში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ ახალი კანონის მიღებას და აღნიშნული კანონის ფარგლებში განსახორციელებელ მოქმედებებს, მათ შორის, შესამუშავებელი მეორადი კანონმდებლობის მიღების საკითხებს. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო გადაცემის ქსელის დაბალანსების ქსელის წესების დადგენის შესახებ N312/2014 რეგულაციის საქართველოში ტრანსპოზიციის საკითხს, დაზუსტდა კომპანიის მიერ რეგულაციით განსაზღვრული დაბალანსების დროებითი ზომების გამოყენების შესაძლებლობები და რეგულაციით განსაზღვრული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.