შეხვედრა PMCG-ისა და HICD-ის წარმომადგენლებთან

24/01/2019
 მიმდინარე წლის 24 იანვარს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში გაიმართა პირველი გაცნობითი შეხვედრა კომპანიის გენერალურ დირექტორს, ბატონ ჯაბა ხმალაძეს, კომპანიის მენეჯმენტს და პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG)  წარმომადგენლებს შორის, რომელიც შეირჩა  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება 2020“ (HICD 2020) პროექტის მხარდაჭერით დაწყებული პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორგანიზაციული საქმიანობის შეფასების ჩატარებას და შესაბამისი რეკომენდაციების/ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართული მიზნობრივი გადაწყვეტილებების შემუშავებას. პროექტი 2019 წლის 14 იანვარს  დაიწყო და  სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
      შეხვედრაზე საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად წარმოდგენილი იყო დარგის დამოუკიდებელი ექსპერტი და განხილულ იქნა სამუშაო გეგმა, რომლის გაცნობის შემდგომ, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კომპანიისათვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე და საკვანძო პრიორიტეტებზე, ასევე შეთანხმდნენ ინფორმაციის გაცვლისა და პროექტით გათვალისწინებული პროცესის განვითარების პრინციპებზე.