ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

11/12/2018
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ბუქსიეთის, ბჟოლიეთის, ხევის და წიფნაგვარას გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში აიგება 26 897 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომელის საშუალებითაც 338 კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.
 
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.