"წითელი ხიდი-წალკა ახალქალაქის" მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრის სამუშაოები განხორციელდა

03/10/2019
 
2019 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ "წითელი ხიდი-წალკა ახალქალაქის" 300მმ მაგისტრალურ გაზსადენის, 29-30 კმ და 33-35 კმ-ზე ახლად აშენებული მონაკვეთების მოქმედ გაზსადენზე შეჭრითი სამუშაოები განახორციელა.  

კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ შესრულებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.