ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია

06/02/2020
 საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კიცხსა და ლაშეში, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
პროექტის ფარგლებში აშენდა 44500 გრძივი მეტრი გაზსადენი. 621 ადგილობრივ მოსახლეს მიეცა შესაძლებლობა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. გაზიფიცირების ღირებულებამ 1 369 078 ლარი შეადგინა.
გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმით, იმერეთის 9 მუნიციპალიტეტის 56 სოფლის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებია გათვალისწინებული.
ამჟამად,  დასრულებულია 7 მუნიციპალიტეტის 12 სოფლის ( ტყიბული - ახალისოფელი; ზესტაფონი - ახალი სვირი, რკვია, მარტოთუბანი, სანახშირე; თერჯოლა - სკანდე, შიმშილაქედი; ვანი - უხუთი; ბაღდათი -  წყალთაშუა, ხარაგაული - კიცხი, ლაშე; საჩხერე - ჩონთო, )  და მიმდინარეობს 2 მუნიციპალიტეტის, 7 სოფლის ( ზესტაფონი - ტაბაკინი, ზედა კლდეეთი, თვრინის, ქვედა კლდეეთი; ტყიბული - ორპირი, გელათი, მოწამეთა;) გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები.