ხაშურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

03/12/2018
საქართველოს გაზის ტანსპორტირების კომპანია ხაშურის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის გაზიფიცირებას ახორციელებს. ქემფერის, ცოცხნარას, ოძისის, ცივწყაროს, ცედანისა და წაბლოვანას 527 კომლი სამუშაოების დასრულების შემდეგ გაზიფიცირების საერთო ქსელში ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში კომპანია, 37683 გრძივი მეტრის სიგრძის გაზსადენს ააშენებს.
 შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მოსახლეობის გაზმომარაგების მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.