სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

14/08/2018

სენაკის მუნიციპალიტეტის 5 სოფელის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს. ამისათვის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გეჯეთში, ნოქალაქევში, ძველ სენაკში, ზედა სორტასა და ქვედა სორტაში 109 396  გრძივი მეტრის გაზსადენს ააგებს და 1580-ზე მეტ აბონენტს საშუელება ექნება ჩაერთო ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. კომპანია საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე 2012 წლიდან ახორციელებს ქვეყნის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოებს.