გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

30/08/2018
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს კახეთის სამმართველოში გადაუდებელ გეგმიურ პროფილაქტიკურ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება 13:00დან 15:00 საათამდე შეუწყდება წინანდლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ,სოფლების: წინანდლის, აკურის, ვანთას, ბუშეტის, ქვემო ხოდაშენის, კონდოლის, კისისხევისა და ნასამხრალის 5878 აბონენტს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. კომპანია გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.