წნორის გაზგამანაწილებელ სადგურის რეაბილიტაცია

04/09/2018

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ წნორის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგენილ იქნება DN-80მმ შემოვლითი ხაზი, რომელზეც დამონტაჟდება 2 ცალი DN-80მმ ონკანი. ასევე, შესრულდება რედუცირების მეორე ხაზის აღდგენა, სადაც მოხდება რეგულატორისა და ორი DN-50მმ ონკანის მონტაჟი. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მომხმარებლების უწყვეტი, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების მიზნით გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.