"წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის" მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრითი სამუშაოები განხორციელდა

08/10/2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკური სამუშაოები განახორციელა. კერძოდ, აღნიშნულ მაგისტრალის 140-172 კმ შორის ახლადაშენებული 6,5 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრითი სამუშაოები დასრულდა.
ახლადაშენებული მონაკვეთის ჩართვის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება, „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ მაგისტრალური გაზსადენის საიმედოობა და უსაფრთხო ექსპლუატაცია. ეს ყოველივე კი ხელს შეუწყობს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებას უწყვეტ რეჟიმში.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მუდმივად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას.