გორის გგს-ის 500მმ განშტოებაზე რეაბილიტაცია დასრულებულია

18/10/2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გორის გაზგამანაწილებელი სადგურის 500მმ განშტოებაზე ძველი ძლიერკოროზირებული 90 მეტრიანი მონაკვეთი შეიცვალა ახლით და განხორციელდა ახლადაშენებული მონაკვეთის  მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები.  რეაბილიტაცია ბოლო პერიოდში კოროზიის შედეგად  გაზსადენზე ბუნებრივი გაზის გაჟონვის ფაქტების დაფიქსირების შემდეგ გახდა აუციელებელი. ხსენებული პრობლემა აღმოჩენილიქნა კომპანიის საექსპლუატაციო პერსონალის მიერ სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით და პრობლემა დროულად იქნა აღმოფხვრილი.
შპს  „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს მათი დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ შესრულებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.