ჯახასა და არყალას ხევებზე საჰაერო გადასასვლელები მოეწყო

11/10/2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ”, ვლადიკავკაზ- თბილისის 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის  140,5 და 143 კმ- ზე არსებულ ჯახასა და არყალას ხევებზე,  საჰაერო და მიწისქვეშა გადასასვლელების მოწყობა დაასრულა. გადასასვლელები კომპანიის მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად აიგო. 9-11 ოქტომბერს კი შესრულდა ახლადაშენებული მონაკვეთების მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემაში შეჭრითი სამუშაოები.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას. სარემონტო სამუშაოები ზემოაღნიშნულ მაგისტრალურ გაზსადენზე სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელდა, რაც მნიშვნელოვანია, შემდგომში მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტად მომარაგებისათვის.