სარეაბილიტაციო სამუშაოები ზესტაფონის DN-200მმ განშტოებაზე

02/11/2018
საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის DN-200მმ განშტოებაზე არსებული რედუცირების კვანძის 2 ონკანიანი შემოვლითი ხაზის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. ამავე განშტოებაზე გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებიც შესრულდა. კერძოდ, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მილსადენზე შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურა კოროზიული ხვრელები. ასევე აღდგა მილსადენის ანტიკოროზიული და საიზოლაციო საფარი.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული სამუშაოები შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განხორციელდა ღამით სპეციფიურ პირობებში, რადგან ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეწყვეტოდა ქალაქ ზესტაფონისა და მიმდებარე სოფლების 13 ათას აბონენტს.
შპს  „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს მათი დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ შესრულებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.