მიმდინარე წლის 22 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ მიხეილ შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მანგლისს ეწვია, სადაც მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.