ახალი ამბები

11/2/2018
საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის DN-200მმ განშტოებაზე არსებული რედუცირების კვანძის 2 ონკანიანი შემოვლითი ხაზის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. ამავე განშტოებაზე გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებიც შესრულდა. კერძოდ, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მილსადენზე შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურა კოროზიული ხვრელები...
11/1/2018
 შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებმა, ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს (Energy Cpmmunity) მიერ   ორგანიზებულ  სემინარში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება, უკრაინის დედაქალაქ კიევში ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად ისახავდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაგეგმვის გაუმჯობესებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: საქართველოს...
10/29/2018
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების მამხუტის, ხატავეთის ქვემო არქვანის, ზემო არქვანისა და გეტას გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა.
10/25/2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დავითიანი, შეერთება, ქვემო გურგენიანი, ზემო გურგენიანი, ხიზაბავრა, ზემო ხიზა  გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში  აიგო 30 555 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომელის საშუალებითაც  757 კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.