ახალი ამბები

25/01/2019
​საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, „საგურამო-ქუთაისის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 167-ე კილომეტრზე არსებული ზესტაფონის გაზგამანაწილებელი სადგურის,  4,5 კმ სიგრძის DN - 200 მმ განშტოებაზე, 140 მეტრამდე სიგრძის მიწისქვეშა მილსადენი ახლით შეიცვალა
24/01/2019
მიმდინარე წლის 24 იანვარს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში გაიმართა პირველი გაცნობითი შეხვედრა კომპანიის გენერალურ დირექტორს, ბატონ ჯაბა ხმალაძეს, კომპანიის მენეჯმენტს და პოლიტიკის მართვისა და საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG)  წარმომადგენლებს შორის.
22/01/2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის გაზიფიცირებას ახორციელებს. ბუქსიეთის, ბჟოლიეთის წიფნაგვარასა და ხევის 338 კომლი სამუშაოების დასრულების შემდეგ გაზიფიცირების საერთო ქსელში ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში კომპანია, 26,897 გრძივი მეტრის სიგრძის მქონე გაზსადენს ააშენებს.
15/01/2019
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 155 კმ-ზე გამოვლენილი ბუნებრივი გაზის გაჟონვის ლიკვიდაციის მიზნით სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.