ახალი ამბები

9/28/2018
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, გაზმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 28- კილომეტრზე, 500 მმ. სახაზო ონკანი ახლით შეცვალა.
9/26/2018
  ქუთაისი სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის, ქობულეთის განშტოების 67 კმ ზე კეთილმოეწყო გაზგამზომი კვანძი
9/14/2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, რის გამოც მიმდინარე წლის 22 აგვისტოს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება თბილისში, თბილავიამშენის დასახლების 480  სოციალურ და 18 კომერციულ აბონენტს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო...
9/11/2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გურჯაანის გაზგამანაწილებელ სადგურში გეგმიური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აღდგენილ იქნა რედუცირების მეორე ხაზი, რომელზეც დამონტაჟდა 2 ცალი ახალი DN-100 მმ ონკანი და ასევე DN-100 მმ რეგულატორი. კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ განახლებულ იქნა ძველი დაზიანებული ფილტრი.