სარემონტო სამუშაოები მდინარე თერგის საჰაერო გადასასვლელზე

05/09/2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, „ჩრდილოეთ კავკასია - ამიერკავკასიის“ DN – 1200 მმ მაგისტრალურ გაზსადენის 145,4 კილომეტრზე, 2018 წლის ორგანიზაციულ - ტექნიკური გეგმით გათვალისწინებულ შეღებვის სამუშაოებს ახორციელებს, მდინარე თერგზე აგებულ საჰაერო გადასასვლელზე, რომელიც ორკომპონენტიანი სპეციალური საღებავით შეიღებება და არსებულ გაზსადენს კოროზიისაგან დაიცავს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მუდმივად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სისტემის გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგების მიზნით.