ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის გაზიფიცირება დასრულდა

25/10/2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დავითიანი, შეერთება, ქვემო გურგენიანი, ზემო გურგენიანი, ხიზაბავრა, ზემო ხიზა  გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში  აიგო 30 555 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომელის საშუალებითაც  757 კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.