ბაზრის კვლევა გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით

21/10/2019
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე წერილზე თანდართული დანართი N1-ში მოცემული დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სავარაუდო შესრულების ვადის დადგენის მიზნით ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.
გთხოვთ, 2019 წლის 28 ოქტომბრის  ჩათვლით, მოგვაწოდოთ შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ფასი და შესრულების სავარაუდო ვადა. გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ.
განსახორციელებელი სამუშაოების საინჟინრო-ტექნიკური პროექტი შეგიძლიათ იხილოთ დანართ N1-ში მოცემულ ბმულზე (ლინკზე).
დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.ggtc.ge, ან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე: www.procurement.gov.ge, ან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მოცემულ მისამართზე: გლდანის საცხოვრებელი რაიონი, პირველი კვარტალის მიმდებარე ნაკვეთი N1/40, 0167. თბილისი, საქართველო
საკონტაქტო პირი: გიორგი მარგებაძე
ტელ: +995 32 224 40 40 (611)
ფაქსი: +995 32 224 40 48
ელ.ფოსტა: g.margebadze@ggtc.ge
შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: g.margebadze@ggtc.ge.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.