ბაზრის კვლევა გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოებთან დაკავშირებით

05/02/2020
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ოქტომბრის N2193 განკარგულებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე წერილზე თანდართულ დანართი N1-ში მოცემული დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების გაწევის მიზნით, ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.
გთხოვთ, 2020 წლის 21 თებერვლის ჩათვლით მოგვაწოდოთ წინამდებარე წერილზე თანდართული დანართი N1-ში მოცემული დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების ფასი და შესრულების ვადა.
ტექნიკური დავალება მოცემულია წერილზე თანდართულ დოკუმენტაციაში (იხ. თანდართული დოკუმენტი დანართი N2 - 3 ფურცლად).
შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: K.Bediashvili@ggtc.ge
 
საკონტაქტო პირი: ქეთევან ბედიაშვილი
ტელ: +995 32 224 40 40 (611)
ფაქსი: +995 32 224 40 48
ელ.ფოსტა: K.Bediashvili@ggtc.ge
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.