ბაზრის კვლევა გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით

02/03/2020
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე წერილზე თანდართული დანართი N1-ში მოცემული დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სავარაუდო შესრულების ვადის დადგენის მიზნით ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.
გთხოვთ, 2020 წლის 6 მარტის ჩათვლით, მოგვაწოდოთ შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ფასი და შესრულების სავარაუდო ვადა. გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი სახსრებით, წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ.
ამასთან, ბაზრის კვლევაში მონაწილე პირს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 წლიანი ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება (არარეზიდენტი პირის შემთხვევაში გარდა საკუთარ ქვეყანაში მიღებული გამოცდილებისა) ბოლო 5 წლის განმავლობაში, არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100% (გამოცდილებაში ჩაითვლება 2015; 2016; 2017; 2018; 2019 წლებიდან ნებისმიერი სამი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება. აუცილებელია ამ ხუთი წლის განმავლობაში არანაკლებ სამ წელში დაუფიქსირდეს შესრულებული ანალოგიური სამუშაოები). გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული პროექტები. ანალოგიული სამუშაოების გამოცდილება ნიშნავს წინამდებარე განცხადების დანართი N1-ით გათვალისწინებული ტიპის გაზიფიცირების სამუშაოების წარმოებას. სხვა სახის მილსადენების მშენებლობა გამოცდილებაში არ ჩაითვლება.
განსახორციელებელი სამუშაოების საინჟინრო-ტექნიკური პროექტი შეგიძლიათ იხილოთ დანართ N1-ში მოცემულ ბმულზე (ლინკზე).
დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.ggtc.ge, ან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე: www.procurement.gov.ge, ან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მოცემულ მისამართზე: გლდანის საცხოვრებელი რაიონი, პირველი კვარტალის მიმდებარე ნაკვეთი N1/40, 0167 თბილისი, საქართველო.
შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: K.Bediashvili@ggtc.ge
 
საკონტაქტო პირი: ქეთევან ბედიაშვილი
 
ტელ: +995 32 224 40 40 (611)
მობ: + 995 596 12 12 90
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.